ირაკლი ლატარია: სამი ათას დოლარამდე რომ მივუტანო ახლა ხუხაშვილს, ზუსტად ერთ საათში დაწერს, ჩემი პროფილი გატეხესო
-
+
4 იანვარი. 2022. 18:41
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით გია ხუხაშვილის Facebook- პოსტს გამოეხმაურა
„სადღაც სამი ათას დოლარამდე რომ მივუტანო ახლა ხუხაშვილს, ზუსტად ერთ საათში დაწერს, ჩემი პროფილი გატეხეს და ვიღაცამ რაღაცები დაწერაო და ბოლოში ირაკლი კობახიძეს „დაგულავს“ კიდეც...
ამით ყველაფერი ვთქვი...“ - წერს ლატარია.
გია ხუხაშვილმა ირაკლი კობახიძის შესახებ „ფეისბუქზე“ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.