საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„დღეს ძალიან დიდი ადამიანის დაბადების დღეა.
სიტყვა კეთილშობილებაზე ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს პირველ რიგში ჩვენი პატრიარქი გაახსენდება.
შვება, რომელიც უწმინდესმა ათასობით ჩვენგანს მოჰგვარა არასოდეს დაგვავიწყდება. გასაოცარია მისი სიბრძნე, რომელიც საქართველოს მრავალჯერ დაეხმარა.
ურთულეს პერიოდში მოუწია ეკლესიის წინამძღვრობა და სიკეთით ბევრ წარმატებას მიაღწია.
რთულია სათანადო სიტყვების პოვნა, რომლებიც მე პირადად მადლიერების სათანადოდ გამოსახატად დამჭირდება იმ მადლისთვის, რომელიც მისგან მიგრძვნია.
ღმერთმა მისცეს ძალა ილია მეორეს, რომ კიდევ მრავალი წელი ქრისტიანობის კაცთმოყვარე ღირებულებებით გააჯეროს ჩვენი ერის სავალი რთული გზა გამარჯვებისკენ“, - წერს რატი ბრეგაძე.