სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებელი ნინა მარჯი მომღერალ თემურ წიკლაურის დაზიანებული ქანდაკების სურათებთან ერთად პოსტს აქვეყნებს:
„რა სამარცხვინო ხალხი ვართ ხანდახან...
ვიღაც იმბეცილს, თუ იმბეცილებს, ჩვენი საამაყო მომღერლის, თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება გაუფუჭებიათ... როგორც ჩანს, ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!
მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს... ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი. გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი, გაქვთ საერთოდ?! ფოტოებზე ჩანს ეს ვანდალიზმი და თუ ეს პოსტი მივა ამის ჩამდენებამდე, ვეტყვი, რომ თქვენ ხართ ქართველი ერის სირცხვილი! ფუი, თქვენს კაცობას და ადამიანობას!“ - წერს ნინა მარჯი.