logo_geo
eng_logo
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

4 იანვარი. 2022. 21:28

 

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 218 724 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 48 ადამიანი გარდაიცვალა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის 13 641 520 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 941 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა „ომიკრონი“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

 

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner