თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კოსტავას ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„საგზაო სამუშაოები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, 2 აგვისტოს, 23 საათიდან დაიწყება და 26 მაისის სახელობის მოედანზე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს "ენ სი სი" აწარმოებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.