logo_geo
eng_logo
მაღამთიან აჭარაში მთელი ღამე ინტენსიურდა თოვდა
- +

5 იანვარი. 2022. 12:12

 

მაღალმთიან აჭარაში მთელი ღამე ინტენსიურად თოვდა. გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, ცენტრალური გზა სრულად გაწმენდილია. შეზღუდვებია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელ გზაზე.

 

კურორტ გოდერძიზე ასვლა კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. ელექტროენერგიის გარეშე 4 ათასი აბონენტია დარჩენილი.

 

შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ადგილზე სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

ხულოში გზის გაწმენდის პროცესში სპეციალური ტექნიკის 16 ერთეულია ჩართული, შუახევში - 12, ქედაში - 6, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner