logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია საგურამოში ილიაობის დღესასწაულს დაესწრო
- +

3 აგვისტო. 2016. 01:39



თბილისის მერი დავით ნარმანია კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან ია მაქაცარიასთან ერთად ილიაობას დაესწრო. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში გამართულ დღესასწაულზე თბილისის მერმა  საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმსა და თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში მდებარე ილია ჭავჭავაძის საფლავს  სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.


„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური  დღეა,  წმინდა  ილია მართლის ხსენების   დღე, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება.  წელს  თბილისის მერია განსაკუთრებით ზრუნავს საიუბილეო ღონისძიებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე.  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღდგეს ილიას დაზიანებული საფლავი,  რომელიც  ბოლო წლების განმავლობაში  ძალიან დაზიანდა და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.  ამასთან,  გამოვაცხადეთ კონკურსი ილია ჭავჭავაძის  თბილისის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაზე. მუზეუმს რეკონსტრუქცია მომავალ წელს ჩაუტარდება.  თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს ის დიდი ღვაწლი, რომელიც დაგვიტოვა დიდმა ილიამ, გავუფრთხილდეთ  და არასოდეს  დაგვავიწყდეს მისი სახელი,  ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენი ღირსეული წინაპრისგან გვერგო  და  ასე გადავცეთ  შემდეგ თაობას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ყოველი წლის 2 აგვისტოს, ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, საგურამოში დიდი ზეიმი იმართებოდა და ილია ჭავჭავაძის სახლს უამრავი ადამიანი სტუმრობდა.  ილიაობის აღნიშვნის ტრადიცია საგურამოს სახლ-მუზეუმმა რამდენიმე წლის წინ აღადგინა. ღონისძიება, ყოველწლიურად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს ეძღვნება. წელს დღესასწაული აფხაზეთს მიეძღვნა. ილიაობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის   წარმომადგენლები,  აფხაზი  პოეტები და მწერლები  ესწრებოდნენ. 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner