logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა
- +

5 იანვარი. 2022. 12:21

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა.

 

„რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

 

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იმ დროს, როდესაც ქვეყანას რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობა და ჰიბრიდული ქმედებები ემუქრება.

 

ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ იმოქმედებს, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner