logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ვფიქრობ, პირველადი ჯანდაცვის ქსელი გაართმევს თავს იმ რთულ ამოცანას, რომელიც შესაძლებელია, „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში დადგეს
- +

5 იანვარი. 2022. 14:50

 

„ვფიქრობ, პირველადი ჯანდაცვის ქსელი გაართმევს თავს იმ რთულ ამოცანას, რომელიც შესაძლებელია, „ომიკრონის“ პირობებში დადგეს, რადგან მთავარი ამოცანა სწრაფი გავრცელება იქნება,“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ „ქრონიკაში“ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ყველა პაციენტმა სათანადო ყურადღება უნდა მიიღოს და სამედიცინო სექტორი ამისთვის მზად არის.

 

საბედნიეროდ, ჯერჯერობით არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები არ არის იმაზე მძიმე, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამების შემთხვევები იყო.შედარებით მსუბუქ მიმდინარეობაზე კი საუბრობენ და, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმები, რადგან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი ბინაზე იმართა. ბუნებრივია, ოჯახის ექიმები აქტიურად ჩაერთვებიან პაციენტების ბინაზე მართვაში, რადგან მოსალოდნელია, რომ შემთხვევებს უდიდესი ნაწილი ბინაზე იმართება. ოჯახის ექიმები მზად არიან ამისთვის.“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, სულ ცოტა ხნის ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმებისთვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მათ მიიღეს ინფორმაცია „ომიკრონის“ სიმპტომებისა და მათი მართვის შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner