დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში ოთხი ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. უამინდობამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხულოში ცენტრალური გზა გაწმენდილია, თუმცა ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელ გზაზე კვლავ შეფერხებულია.