logo_geo
eng_logo
„სააკაშვილმა წამების მთელი იატაკქვეშა „ინდუსტრია“ და „ინფრასტრუქტურა“ შექმნა!“
- +

3 აგვისტო. 2016. 01:48


 

 

„სანაცეთი, რულოვსის სამეგრელოში მაჟორიტარად წარდგენით უდიდეს შეურაცყოფას მიაყენებს სამეგრელოს და სრულიად საქართველოს",- ამ სიტყვებით ეხმაურება „ასავალ- დასავალი"  ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის სანდრა რულოვსის სამეგრელოში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლო წარდგენას.


„ლაპარაკი ხომ სწორედ იმ სამეგრელოზეა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა განსაკუთრებული სისასტიკის ქარბორბალათი გადაუარა და იქ არნახული ცოდვის კალო დაატრიალა!

 

ლაპარაკი ხომ სწორედ იმ სამეგრელოზეა, სადაც სააკასვილმა წამებისა და კაცთა გაუპატიურების მთელი იატაკქვეშა „ინდუსტრია" და „ინფრასტრუქტურა" შექმნა!

 

დიახ, სანდრა რულოვსს არა აქვს არანაირი მორალური უფლება არათუ სამეგრელოს, არამედ სრულიად საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს თვალებში შეხედოს, რადგან მას კრიტიკაც კი არ დაუძრავს იმ ენით აუწერელი სიბილწეების წინააღმდეგ, რასაც მისი თანამეცხედრე სამეგრელოში და სრულიად საქართველოში სჩადიოდა!", - წერს „ასავალ- დასავალი".

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner