logo_geo
eng_logo
ალმათიში, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარია
- +

5 იანვარი. 2022. 18:00

 

ქალაქ ალმათიში, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარია. მედიის ცნობით, რამდენჯერმე გაისმა სროლის ხმაც.

 

პარალელურად მედია ავრცელებს ცნობებს, რომ ალმათიში დემონსტრანტები ცდილობენ, შეიჭრან ტელეკომპანია „ყაზახეთის“ შენობაშიც, სადაც თანამშრომლები არიან ჩაკეტილი.

 

ამასთან, ალმათის ერთ-ერთ იარაღის მაღაზიაში აცხადებენ, რომ მომიტინგეები მათ შენობაშიც შეიჭრნენ და საწყობიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი გააქვთ.

 

ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი უახლოეს ხანში სატელევიზიო მიმართვას გაავრცელებს.

 

შეგახსენეთ, რომ ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვრიდან არ წყდება. თავდაპირველად მომიტინგეები გათხევადებული აირის გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს. დემონსტრანტები მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომას და საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner