logo_geo
eng_logo
„სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამოდ მეუღლე ჰყავს გაგდებული!“
- +

3 აგვისტო. 2016. 02:05



„სააკაშვილი სამშობლოდან არის გაქცეული, მეუღლეს კი საყოველთაო ზიზღის მქონე პარტიის საარჩევნო აგიტაციისთვის დაარბენინებს!",- წერს „ასვალ-დასავლი" მიხეილ სააკშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის" სახელით, ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ხვდება.

 

„ვერ დამისახელებთ ერთ ნორმალურ და თავმოყვარე პოლიტიკოსს, ვინც თვითონ სამშობლოდან არის გაქცეული, მეუღლეს კი საყოველთაო ზიზღისა და სიძულვილის მქონე პარტიის სააჩევნო აგიტაციისთვის დაარბენინებს!

მე ასეთი ზნედაცემული არც ქართველი მსმენია და არც - უცხოელი!

 

სამშობლოდან გაპანღურებული იქით იყოს, ნამდვილად არსად გამიგია, რომ საკუთარ ქვეყანაში მცხოვრები პოლიტიკოსი კაციც კი მეუღლეს მარტოს უშვებდეს საარჩევნო აგიტაციისთვის! მითუმეტეს, რომ ძალიან კარგად იცის, რა აგრესიაც აქვს ხალხს იმ პარტიისადმი, რომლის სარეკლამოდაც მეუღლე ჰყავს გაგდებული!",- წერს „ასავალ- დასავალი".

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner