logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას
- +

5 იანვარი. 2022. 23:14

 

„დარწმუნებული ვარ ისინი ენთუზიაზმით დაეწაფებიან ამ იდეას, რადგანაც ეს აზრი მათ წრეებში კარგა ხანია ტრიალებს. როგორც დავწერე, ზოგი უკვე აკეთებს ამას, კონკრეტულ ადამიანებზე იარლიყების მიკერებას. მოგვიანებით დავასახელებ მათ“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად სააკაშვილი საზოგადოებას ე.წ. შავი სიის შედგენას სთავაზობს.

 

„მე ზუსტად ვიცი სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები (ცნობადი ინდივიდები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.), ვინც არიან ამ მიმართვის ადრესატები. დარწმუნებული ვარ, ისინი ენთუზიაზმით დაეწაფებიან ამ იდეას, რადგანაც ეს აზრი მათ წრეებში კარგა ხანია ტრიალებს. როგორც დავწერე, ზოგი უკვე აკეთებს ამას, კონკრეტულ ადამიანებზე იარლიყების მიკერებას. მოგვიანებით დავასახელებ მათ. სააკაშვილის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად ცივი წყალი გადაესხა სალომე ზურაბიშვილის ნალოლიავებ შეთანხმება/შერიგების იდეას. და ბოლოს, მსგავსი სიის გაკეთება საზოგადოების მეორე ნაწილსაც შეუძლია და ეს სია ძალიან გრძელი გამოვა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner