logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ძალიან საინტერესოა „შავი სიის“ შედგენაზე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ელჩების შეფასებები
- +

5 იანვარი. 2022. 23:15

 

„ჯერ ნელსონ მანდელა იყო, მერე ლეშეკ ბალცეროვიჩი გახდა, ჯერ შერიგებას აპირებდა და ახლა „შავი სიის“ შედგენა დაიწყო. როგორც ჩანს ციხიდან ოპონენტების „შავი სიის“ შედგენა, დამუნათება და მუქარა დასავლური დემოკრატიული სტანდარტია“, - თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ე.წ. „შავი სიის“ შედგენის შესახებ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, საინტერესოა „შავი სიის“ შედგენაზე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ელჩების შეფასებები.

 

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან: ჯერ „იშიმშილა“, მერე „იმკურნალა“, ჯერ ისტორიული სიტყვა თქვა სასამართლოზე, მერე „ვერ“ დაესწრო სასამართლოს სხდომას, ჯერ თანაპარტიელებს მოუწოდა იშიმშილეთო, მერე შეწყვიტეთ შიმშილობა თორემ მე „ვიშიმშილებო“, ჯერ ნელსონ მანდელა იყო, მერე ლეშეკ ბალცეროვიჩი გახდა, ჯერ შერიგებას აპირებდა და ახლა „შავი სიის“ შედგენა დაიწყო. როგორც ჩანს ციხიდან ოპონენტების შავი სიის შედგენა, დამუნათება და მუქარა დასავლური დემოკრატიული სტანდარტია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუნდობლად უსწორდებოდა ყველას: ოპონენტებს, ბიზნესს, მედიას, მოქალაქეებს და ალბათ თუ ოდესმე დაბრუნდა 1000-ჯერ უფრო მეტს იზამს (ამას არასდროს დაუშვებს საქართველო)! ისე, ძალიან საინტერესოა „შავი სიის“ შედგენაზე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ელჩების შეფასებები“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე ფეისბუკის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner