logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: პაპუაშვილი ცდილობს მაქსიმალური სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს
- +

3 აგვისტო. 2016. 02:07



„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას ობიექტური გადაწყვეტილება არ გამოუტანია და თვალს ხუჭავდა მართლმსაჯულების ძალადობაზე მოქალაქეების მიმართ. კაიკაციშვილის თქმით, პაპუაშვილი ცდილობს წასვლის წინ მაქსიმალური სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს.

 

 

„პაპუაშვილს დამოუკიდებელი, მართალი და ობიექტური გადაწყვეტილება არ გამოუტანია. არ დაუცავს შეურაცხყოფილი და სააკაშვილის მიერ თავის თავზე მორგებული კონსტიტუციის პრინციპები, თვალს ხუჭავდა მართლმსაჯულების ძალადობაზე მოქალაქეების მიმართ. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ბატონი პაპუაშვილი თითქოსდა მიეწება თავის სკამს, ცდილობს წასვლის წინ მაქსიმალური სამსახური გაუწიოს უსამართლობას და სააკაშვილს. უფრო მეტიც, ის არასგზის არ გამოდის მის მიერ ზნეობრივი პრინციპების ყოველგვარი დარღვევით, სიმბოლურ 1000 ლარად მიტაცებული საცხოვრებელი ფართიდან და რომ შეინარჩუნოს ეს ქონება, იაფფასიან სპექტაკლებს აწყობს და სკანდალური განცხადებებით მანიპულირებს", - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner