logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს
- +

6 იანვარი. 2022. 01:36

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ხაზი გაუსვა მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის აუცილებლობას.

 

„ძლიერი ტრანსატლანტიკური სოლიდარობა ყველაზე ეფექტური პასუხი და ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაქვს. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

 

თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს საერთო პოზიცია აქვთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სასანქციო ზომებს მიიღებს გერმანია.

 

„პოლიტიკური გადაწყვეტის ალტერნატივა არ არსებობს. ეს გასაგები უნდა იყოს რუსეთის ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner