logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახდეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
- +

6 იანვარი. 2022. 10:46

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ყაზახეთში, რომელიც ღირებული პარტნიორია. ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება, მათ შორის ინტერნეტ-სერვისის აღდგენის გზით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იპოვონ საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner