ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლითაც ის საზოგადოებას „შავი სიის“ შედგენისკენ მოუწოდებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შავი სია“ შეუდგენიათ!
მეც ვარ იმ სიაში!
სხვა დამსახურებულ, პატივსაცემ ადამიანებთან ერთად ვარ! ყველასთვის ცნობილ, ჩემთვის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან ერთად ვარ!
მიხარია!
ჩემს წარმოთქმულ ყველა სიტყვას, რომელიც იქ გამოაქვეყნეს, დღესაც ხელს ვაწერ!
ორივე ხელს ვაწერ! ფეხსაც!
P.P.S. სია ძველია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაამატეს - იუსტიციის მინისტრი და სააკაშვილის საქმეების პროკურორები. ახლა იმ მანიაკს ფულს აახევენ, ვითომ მისი ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულეს.
P.P.P.S. „შავი სიის“ საიტი გათიშეს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.