logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ტრამპი არ არის უბრალოდ ყოფილი პრეზიდენტი, ის დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტია
- +

6 იანვარი. 2022. 20:26

 

 

,,ტრამპი არ არის უბრალოდ ყოფილი პრეზიდენტი, ის დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტია”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

„2020 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დემოკრატიის უდიდესი დემონსტრირება იყო. იმ დღეს 150 მილიონზე მეტი ამერიკელი მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა. მათ ტაში უნდა დავუკრათ. ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ მათი გამარჯვების ერთადერთი გზა თქვენი ხმების ჩახშობა და ჩვენი არჩევნების დამხობა იყო. ეს არასწორია. ეს არადემოკრატიულია “, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არაზუსტი იყო.

 

„მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალაუფლებას უფრო აფასებს, ვიდრე პრინციპებს. ის საკუთარ ინტერესებს უფრო მნიშვნელოვანად მიიჩნევს, ვიდრე ამერიკის ინტერესებს. მას არ შეუძლია აღიაროს, რომ წააგო“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის დროს დონალდ ტრამპმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავდასხმა შეეჩერებინა.

 

2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner