logo_geo
eng_logo
ჯენ ფსაკი: აშშ-ს კითხვები აქვს ყაზახეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით
- +

7 იანვარი. 2022. 02:56

 

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს კითხვები აქვს ყაზახეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების განთავსების მოთხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებიათ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ თავისი კოლექტიური სამშვიდობო ძალები ყაზახეთში გააგზავნა. კითხვები გვაქვს ყაზახეთის მიერ გაკეთებული ამ მოთხოვნის ხასიათზე, იყო თუ არა ეს მოწვევა კანონიერი. ამ მომენტისთვის ჩვენ ეს არ ვიცით“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ჯენ ფსაკის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ყაზახეთში ადამიანის უფლებების საკითხს დააკვირდება.

 

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებსა და ყაზახეთის სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვან, რათა მხარი დაუჭირონ მშვიდობიან დარეგულირებას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner