logo_geo
eng_logo
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო ალილო ხალხის მსვლელობის გარეშე, განსხვავებულად ჩატარდება
- +

7 იანვარი. 2022. 11:24

 

პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო ალილო ხალხის მსვლელობის გარეშე, განსხვავებულად ჩატარდება.

 

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან დალოცავს და ნაკურთხ წყალს ასხურებს. მანქანებით მსვლელობა დღეს, 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და იგი სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე, ქრისტესშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება. ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები და ტკბილეულიც, თუმცა მსურველებს შემოწირულობის მიტანა 12:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში შეეძლებათ.

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან ქრისტეშობის დღესასწაულზე თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა.

 

ღონისძიება ტარდება საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ორგანიზებით“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner