ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისები კვლავ ვერ სრულდება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი ატირაუს მიმართულებით ორი დღეა, არ შესრულებულა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრენები ყაზახეთში არსებული ვითარების გამო არის შეჩერებული. ავიაკომპანია „FlyArystan“-ის წარმომადგენელი კომენტარს მედიასთან კვლავ არ აკეთებს.
ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლოს რეისი სამი დღის წინ შესრულდა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით.