აჭარაში საშობაო ალილო განსხვავებული ფორმატით, მრევლის გარეშე ჩატარდა. მიზეზი პანდემია და ინფიცირებულთან გაზრდილი რაოდენობაა.
სასულიერო პირები ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აკურთხეს ქუჩები.
საშობაო ნობათი მსურველებს ტაძარში მიაქვთ. შემოწირულობებს ბავშვთა სახლსა და მოხუცთა თავშესაფარში გადაანაწილებენ.