პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს ფოთში საშობაო-საახალწლო ღონისძიება ჩატარდება. მოეწყობა საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები. ფოთში საახალწლო ღონისძიებები დღეს 14:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა სცენა და საახალწლო სოფელი.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. დღის განმავლობაში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 18:30 საათიდან კი ფოთელების წინაშე ჯგუფი „ბანი“ წარსდგება.
საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ-რეგულაციები.