საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას ოჯახთან ერთად და ჰქონოდეთ ის სიხარული, რომელსაც ასეთი დღეები გვანიჭებს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო, საზღვარგარეთ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გლობალური პანდემიის გამო, თბილისის ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ გაიმართა. შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.