logo_geo
eng_logo
სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ჰეროინით გამოწვეული ინტოქსიკაცია გახდა
- +

7 იანვარი. 2022. 15:45

 

„ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - ამის შესახებ ნათქვამია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც შს სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.

 

როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ეს დასკვნა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

 

„გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოებში). ორმხრივი საზარდულის მიდამოს კანში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, მარცხნივ ხანდაზმულობით სიკვდილამდე 5 წუთი- ერთი საათი, მარჯვნივ 30 წთ-4 საათი“, - წერია დასკვნაში.

 

აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერენ კონსტანტინე ცქიტიშვილი და ალექსანდრე გეჯაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner