logo_geo
eng_logo
იამზე კიკნაძე - პერსონა გრატადან პერსონა ნონ-გრატამდე
- +

6 იანვარი. 2022. 16:38

 

ვიცოდეთ! საქართველოში, აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებისა (და არა მესიების) შესახებ!

პ ე რ ს ო ნ ა გრატადან (persona grata) პ ე რ ს ო ნ ა ნონ-გრატამდე (persona non grata) სუვერენული სახელმწიფოს  პრინციპები და შ ე უ ვ ა ლ ო ბ ა ა !

ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ გააჩნია, ეს აზრი „კერძო ინტერესთა“ სფეროა თუ ემსახურება - ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა ს !

„კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია!“ („Dura lex, sed lex“) ა ნ უ, რა უნდა ვიცოდეთ, ჩვენ, საზოგადოებამ, საქართველოში, აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების (და, არა მესიების (?) როგორც იკვეთება... - ი.კ.) შ ე ს ა ხ ე ბ.

დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის დ ა ც ვ ა აუცილებელი კანონია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის - მ ი მ ღ ე ბ ქვეყანაში;

დიპლომატიური კორპუსის დ უ ა ი ე ნ ი (ფრანგულიდან doyen - მამასახლისი) - დიპლომატიური კორპუსის მეთაური მიმღებ ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს ყველა აკრედიტებულ დიპლომატს;

დ უ ა ი ე ნ ი ს ფუნქცია მნიშვნელოვანწილად პროტოკოლური ხასიათისაა. იგი გამოდის დიპკორპუსის სახელით მილოცვის ან მწუხარების გამოხატვის გადაცემის დროს, ხელმძღვანელობს დიპკორპუსს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მისიის სხვა ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, შეუძლია შევიდეს მოლაპარაკებებში მიმღები ქვეყნის საგარეო უწყებასთან - დიპლომატიურ პრივილეგიებთან და იმუნიტეტთან დაკავშირებით. 

მ ი მ ღ ე ბ ი ქვეყნის მთავრობები დუაიენის საშუალებით ხშირად ავრცელებენ მთელი დიპლომატიური კორპუსისთვის საერთო ინფორმაციას. ამ შემთხვევაში დუაიენმა უნდა გააკონტროლოს, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს თითოეულ მისიამდე.

პერსონა გრატა (ლათინურიდან persona grata - სასურველი პირი) - დიპლომატიურ პრაქტიკაში, დიპლომატიური წარმომადგენელია, რომელთან მიმართებაშიც, მიმღებმა სახელმწიფომ გასცა მისი დანიშვნისა და სახელმწიფოში ჩასვლის თანხმობა.

პერსონა ნონ გრატა (ლათინურიდან persona non grata - არასასურველი პირი) - დიპლომატი, რომელიც გამოცხადებულია მიმღები სახელმწიფოს მთავრობის მიერ არასასურველ პირად.

დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მოტივი შეიძლება გახდეს: მის მიერ მიმღები ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, ქვეყნის კანონების ან ტრადიციების დარღვევა, ან უპატივცემულობა, დიპლომატის იმუნიტეტისა და პრივილეგიების ბოროტად გამოყენება. (წითელი ხაზი N1 - ი.კ.)

ამასთან, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რომელიც დაფიქსირებულია 1961 წლის ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, მიმღები ქვეყნის ხელისუფლება არ არის ვალდებული, განმარტოს მიზეზები, რომელთა გამოც დიპლომატი გამოცხადებულია პერსონა ნონ გრატად.    წითელი ხაზი N2 - ი.კ.)

ამონარიდები: https://www.aura.ge/312-diplomatiuri-protokoli.html

დ ი ა ხ!

დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი ასევე მკაცრად „ითხოვს“(სიტყვიერად - ი.კ.) დაიცვას დიპლომატმა, ესთეტიკური მოთხოვნებიც: ჩაცმულობა, ვარცხნილობა და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, დიპლომატი რა რანგის შეხვედრაზე იმყოფება, გარდა „კარნავალისა“!

ც ნ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს :

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციამ,

დიპლომატიური ურთიერთობისა და იმუნიტეტების თაობაზე მიიღო ვენის კონვენცია, რომელიც ძალაშია 1961 წლის, 24 აპრილიდან.

 საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ვენის კონვენცია, ძალაშია 1993 წლის 12 ივლისიდან;

 ვენის კონვენცია -'' საკონსულო ურთიერთობების შესახებ''

 '' მუხლი 55.

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების

პატივისცემა

  1. ყველა პირი, ვინც პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს,

ვალდებულია თავისი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, პატივი სცეს

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და წესებს. ისინი აგრეთვე ვალდებულნი არიან,

-არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.''

 ამ, კანონის მიხედვით, თეთრზე შავით წერია და აკრძალულია, უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების ჩარევა -საშინაო საქმეებში. ამდენად, თემა: ''დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი''- დახურულია.

 ეხლა, გადავდივარ კითხვებზე, რომელიც ფრიად საინტერესოა, ჩვენთვის - ქართული საზოგადოებისთვის;

თ უ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობის აზრი, უმნიშვნელოვანესია და აინტერესებთ: დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს!?

 ა რ ი ს თუ ა რ ა  საქართველო  სუვერენული სახელმწიფო!?

საინტერესოა, ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა და ვინ ფლობს, საქართველოში დ უ ა ი ე ნ ი ს - სიგელს: ბატონი ჰარცერი, თუ ქალბატონი დეგნანი!?

„გასულ კვირას, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით“... - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს, ოფიციალურ განცხადებაში.

ქალბატონო ელჩო, სცილდება, თუ არა, თქვენზე კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებას, ასეთი „ხმამაღალი“ განაცხადი (?) მთავრობის შიდა საქმეებში ჩარევაზე და ძირის გამოთხრაზეც, რომ „თვალი“ დავხუჭოთ!?

საქართველოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გვერდის ავლით (იგნორით -ი.კ.) და მხოლოდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობოების ინფორმაციაზე დაყრდნობით; შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევით; გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებით, არა მარტო საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევთ, არამედ, სუვერენული სახელმწიფოს ფუნდამენტურ უფლებებსაც უქმნით -საშიშროებას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - უ ნ დ ო ბ ლ ო ბ ა ს გვინერგავთ - ხელისუფლებაზე!?

ს ტ უ მ რ ე ბ ო !

დ ი ა ხ !

ქ რ ი ს ტ ე ს შ ო ბ ა მ დ ე არსებული, მისი უდიდებულესობა - ქ ა რ თ ვ ე ლ ი  ე რ ი ს სამშობლოსადმი სიყვარული - მ ა რ ა დ ი უ ლ ი ა ვითარცა სამყაროს შ ე მ ო ქ მ ე დ ი ს!

 

P.S.

სტუმრების - საყურადღებოდ!

ამაზე, მეტად: აღარც - დავითრგუნებით! აღარც - მოგვშივდება! აღარც - შეგვცივდება! აღარცა - გავღარიბდებით.....

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა - ი ქ ნ ე ბ ა!

 

 

ჟურნალისტი იამზე კიკნაძე

2022-01-06

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner