logo_geo
eng_logo
გიორგი გუგავა: იმ დღის წესრიგით სიარულს, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ გააჩნია, ჩვენ არ ვაპირებთ
- +

7 იანვარი. 2022. 20:38

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას თქმით, ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აღარ უნდათ.

 

„იმ დღის წესრიგით სიარულსა და მოქმედებას, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ, ჩვენ არ ვაპირებთ. ეს საზოგადოებისა და ხალხის ინტერესში არ არის, ხალხს სხვა რამ აწუხებს “, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner