logo_geo
eng_logo
ფონდ “ქართუს” მიერ საქართველოში კიდევ ხუთი სარაგბო ბაზა შენდება
- +

3 აგვისტო. 2016. 02:53




საქართველოს რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდ "ქართუს" მიერ აშენებული რაგბის მოედნები ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.


გორის ნაგავსაყრელზე ევროსტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებისათვის ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.


საქართველოში ყველაზე დიდი ქუთაისის სარაგბო კომპლექსი კი 4 მოედანს აერთიანებს, აქედან 3 ბუნებრივი საფარით არის დაფარული.


ბაზაზე მორაგბეებისათვის შენდება სასტუმროც, სადაც ჩემპიონატის დროს სპორტსმენები დაბინავდებიან. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მასზე 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სრულად, ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა ფონდ "ქართუს" 12 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და ცენტრალური მოედანი ერთდროულად 4870 მაყურებლის მიღებას შეძლებს.


ქალაქ ფოთში მდებარე სარაგბო ბაზა კი 2450 მაყურებელზეა გათვლილი და მშენებლობის ხარჯმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა.


ფონდ "ქართუს", საქართველოს მასშტაბით, 10 სარაგბო ბაზა აქვს აშენებული, 5 კი ამჟამად, მშენებლობის პროცესშია. ყველა ბაზაზე ბავშვებისათვის რაგბის შესწავლა უფასოა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner