logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: და აქ ვისაც დიდი ზარ-ზეიმი ჰქონდა, არიქა, ყაზახეთში ხელისუფლებას ამხობენო, ახლა რა ხასიათზე არიან, დაამხეს?!
- +

8 იანვარი. 2022. 14:03

 

 

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ყაზახეთში ტერორისტებს ანადგურებენ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ბრძანებით!

რატომ გაისუსნენ ყველგან და ყოველთვის ყველასთვის ჭკუის დამრიგებლები, დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე მოღაღადენი?! სად გაქრა მათი მრისხანე აღშფოთება და მჭმუნვარე შეშფოთება?!

ვინ გაწვრთნა და ვინ დაგეშა ყაზახეთში სისხლიანი ამბოხების მონაწილეები?!

ვინ ცდილობდა ხალხის მძიმე სოციალური მდგომარეობით მანიპულირებას?!

ახლა, როცა ტერორისტებს გაუფრთხილებლად ანადგურებენ, რატომ გაჩუმდნენ?!

იქნებ იმიტომ, რომ მკვდარი ტერორისტი ვეღარაფერს იტყვის და ურჩევნიათ, ყაზახეთის ხელისუფლებამ ყველა გაანადგუროს, ვიდრე ალაპარაკდებიან, საიდან და ვისგან იღებდნენ ინსტრუქციებს სისხლიანი გადატრიალების მოსაწყობად?!

და აქ ვისაც დიდი ზარ-ზეიმი ჰქონდა, არიქა, ყაზახეთში ხელისუფლებას ამხობენო, ახლა რა ხასიათზე არიან, დაამხეს?!

ათასობით ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა, - პოლიციელები, სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები! განადგურდა კერძო საკუთრება და ქალაქების ინფრასტრუქტურა!

right_banner right_banner
არქივი
right_banner