„ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, იან ლიპავსკის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნები ნატოსთან მოლაპარაკებების საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს. მისივე თქმით, მოლაპარაკების პირობად რუსეთის მხრიდან დეესკალაცია უნდა დასახელდეს“, ინფორმაციას ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იან ლიპავსკი და მისი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა და მოვლენების შემდგომი ესკალაციისა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის მზადება. მინისტრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია რუსეთის შეკავება შესაძლო აგრესიისგან. ოფიციალური პრაღის აზრით, რუსეთის მიერ დაყენებული მოთხოვნები მოლაპარაკებების საწყის წერტილს არ უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 10 იანვარს ჟენევაში დაიწყება.