logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ჰოდა, რის თქმა მინდოდა - ახლა დამირეკა ჭოველას შვილმა, შოთამ - აღარ არის მამაჩემი, წაიყვანა ღმერთმა თავისთანო...
- +

8 იანვარი. 2022. 17:34

 

 

„ძველი ფოტოა, ეს. გუდაუთაში (!)  ჯარში ყოფნის დროს გადაღებული. ოთხი განუყრელი ძმაკაცი ვართ:

დათო ჭოველიძე (9 აპრილს დაღუპული თამრიკო ჭოველიძის ძმა), კობა წენგუაშვილი (ისტორიკოსი, სკოლის დირექტორი), თქვენი მონა-მორჩილი-მე და, ბადრი ქობალავა (ცნობილი ქირურგი).

ხელში ფოტოაპარატი ჩაგვივარდა (სად იყო მაშინ მობილურები).  ჭოველას ტკბილად ეძინა ამ დროს, ყაზარმაში. მივცვივდით, ვაჯანჯღარეთ და გავაღვიძეთ 

ჯერ მაგრად გვაგინა, მაგრამ, რომ გაიგო, ფოტოაპარატი გვქონდა დათრეული, სასწრაფოდ, ტრუსიკ-მაიკაზე პირდაპირ შინელი შემოიცვა და შემოგვიერთდა   ვიღეთ და ვიღეთ ფოტოები. მე ეს ერთი შემომრჩა...

ახლახან ინსულტი დაემართა. ერთი თვე კომაში იყო. მერე სასწაული მოხდა და, გონზე მოვიდა. არ ვიცი რა დატრიალდა მის გონებაში, მაგრამ, პირველ რიგში, ამ ფოტოზე გამოსახული ძმაკაცები მოგვიკითხა

ჰოდა, რის თქმა მინდოდა - ახლა დამირეკა ჭოველას შვილმა, შოთამ - აღარ არის მამაჩემი, წაიყვანა ღმერთმა თავისთანო... 

 კეთილი იყო ჭოველა. ცოტა ფიცხი, ცოტა გიჟიც - არავის ეპუებოდა, ოფიცრებს მისი ეშინოდათ, "შტიკ-ნოჟით" დასდევდა ხოლმე. ამ ფოტოზეც ეგ დანა უკავია

მაგრამ იმავდროულად, სამართლიანი ბიჭი იყო, ჭოველა. თან, ძმაკაცობა იცოდა...

სამშაბათს დავკრძალავთ ჭოველას...

ამბობენ, შობა დღეს გარდაცვლილები პირდაპირ უფლის წიაღში მიდიანო და...

ნათელში იყავი, უფალთან ახლოს, ჩემო ძმაო,

 ჭოველ!

 მეგობრებო, ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, ჩემი ხათრით, 4 სიტყვის თქმას ნუ დაიზარებთ:

ღმერთმა აცხონოს დათო ჭოველიძე“- წერს ზაზა დავითაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner