თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბი ზაგრების "დინამოსთან" დამარცხდა.
პირველ მატჩში ხორვატიაში „დინამო" მეტოქესთან 2:0 დამარცხდა, განმეორებით მატჩში კი თბილისში 1:0 წააგო და ორი მატჩის ჯამში დაპირისპირება 0:3 დათმო.
„დინამო არენაზე" გამართულ გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმით მარკო როგიმ გაიტანა. თბილისის „დინამო" ასპარეზობას ევროპის ლიგის ფლეიოფში განაგრძობს. ქართული კლუბის მეტოქე 4 აგვისტოს, კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.