„ლექსო ლაშქარავას ამბავი ადამიანური ტრაგედიაა და ჩვენ ვწუხვართ, ისევე როგორც მისი ოჯახი და ახლობლები“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„თუმცა, სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები პოლიტიკურ ისტაბლიშმენტსა და არასამთავრობოებში ორგანიზაცებში მათ შორის, რომლებიც, როდესაც უმთავრდებათ პოლიტიკური დღის წესრიგი და მათ მხარდამჭერებს აქვთ ფრუსტრაცია მათდამი, იგონებენ ახალ თემებს, თითიდან გამოწოვილს - ეს წმინდა რუსული ტაქტიკაა, როდესაც ძველი თარიღით ხდება ინფორმაციების, მათ შორის ფეიკების გავრცელება, ამაში ისინი დახელოვნებულები არიან, მოხარული ვარ, რომ შსს მოიქცა კორექტულად და ეს დასკვნა წინასაახალწლო პერიოდში არ გამოაქვეყნა“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.