ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
ვიქტორ სანეევის პანაშვიდი გაიმართება 13 იანვარს სიდნეის ოლსენის გამოსათხოვარ სამლოცველოში. გამოსვენება მოხდება 11 საათსა და 30 წუთზე. თბილისსა და სოხუმში ამ დროს დილის 5-ის ნახევარი იქნება.
„რა სამწუხარო დამთხვევაა, რომ ვიქტორი ბედობა დღეს გარდაიცვალა და ძველით ახალწლის წინადღეს ვასაფლავებთ. დიდი მადლობა ყველას კეთილი სიტყვებისა და თანაგრძნობისათვის“, – იწერება სიდნეიდან ვიქტორ სანეევის ქვრივი იანა ხვარწკია.