“აცრა გვიცავს სიკვდილისა და დაავადების გართულებისგან”, – ამის შესახებ “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი, თინათინ სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვაქცინაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში უკვე დაფიქსირდა კოვიდის ახალი შტამი – “ომიკრონი” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ “ბუსტერ” დოზით აცრებიც გააქტიურდეს.
“ომიკრონი” გვიტევს უკვე და “ბუსტერის” გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. აღარაფერს ვამბობ აუცრელებზე – ასმაგად მნიშვნელოვანი რომაა დღესვე, ხვალვე, უახლოეს დღეებში აცრა. “ომიკრონი” – კოვიდის ახალი შტამი- ათჯერ სწრაფად ვრცელდება და ეჭვი მაქვს, ვერავინ ავცდებით.
აცრა გვიცავს სიკვდილისა და დაავადების გართულებისგან”, – წერს თინათინ სტამბოლიშვილი.