logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში კლდის ჩამოშლის შედეგად შვიდი ტურისტი დაიღუპა
- +

9 იანვარი. 2022. 10:02

 

ბრაზილიის შტატ მინას-ჟერაისში კლდის ფრაგმენტის ჩამოვარდნას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ტურისტულ ნავს ლოდი საღამოს სეირნობისას დაეცა. სამი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

სამაშველო სამუშაოები გამთენიისას განახლდება და სავარაუდოდ ორშაბათამდე გაგრძელდება, რადგან მაშველები ვარაუდობენ, რომ არსებობს მსხვერპლი, რომელიც კლდის ქვეშ მოექცა. ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოდან მცირე დაზიანებებით გაწერეს. ორი პირი ამ დრომდე მკურნალობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner