logo_geo
eng_logo
სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა
- +

9 იანვარი. 2022. 11:30

 

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ მათგანს სამედიცინო კვლევა და საშუალო სირთულის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, თავის ქალის ტრავმის გამო ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

 

ავარია წუხელ დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. სწრაფად მიმავალი მანქანა ეზოსთან დაყრილ ლოდებს შეეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და სამართალდამცველთა ეკიპაჟები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner