logo_geo
eng_logo
ყაზახეთში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა
- +

9 იანვარი. 2022. 16:54

 

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 103 ადამიანი ალმათიში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლა, 21 ადამიანი კიზილორდინსკის, ათი ჟამბილის, რვა კი ალმათის ოლქში დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ამასთან, ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ დაშავებულთა რიცხვი 2 000-ს აღემატება.

 

რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც ცნობილია, ყაზახმა სამართალდამცველებმა გასული ერთი კვირის განმავლობაში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner