logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანით გაიზარდა ქართული ემიგრაცია და შემცირდა აქ, სამომავლო ადამიანების რიცხვი...
- +

9 იანვარი. 2022. 17:23

 

SOS!!!

ახლა, როცა ამდენ განსაცდელში ვარ ჩაპირქვავებული, ერთი პატარა გოგოს ამბავიც დამემატა და ვერ ვიშორებ, ახალი წლის წინა დღეებში  აქედან რომ  გაქცეულა, სამშობლოს გაქცევია და  ახლა ასი ქვეყნის იქით სადღაც ლტოლვილთა ბანაკში ელოდება, რომ რაღაც სტატუსს მიცემენ, რა სტატუსიც არ უნდა იყოს, სამშობლოზე გულნატკენის სტატუსი ერქმევა ყველაფერს. არადა, ვიცი, აქაც ბევრი იშრომა, ისწავლა, კონკურსები გაიარა, სამსახურიც მოიპოვა ერთხანს, მაგრამ სულ სხვის გადაადგილებაზე და კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული, სულ ეშინოდა - ეს უფროსი მოვიდა, ის წავა... პაუზები, ინტერვალები, ბანკი, სესხი, ქირა - აღარ მთავრდებოდა, ჰოდა, ჩაულაგებია ჩანთა, დაუტოვებია ეს ფერადი, ბრჭყვიალა, მოციმციმე საახალწლო ქალაქი  და წასულა სხვაგან, სხვის სამშობლოში, სხვა მიწაზე, იმ იმედით, რომ იქ მეტს იპოვის საარსებოს, დედას წამლის ფულს გამოუგზავნის, თბილ ხალათს, ლამაზ კაბას და კიდევ  რამე სასიხარულოს... აი ასე. კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანით გაიზარდა ქართული ემიგრაცია და შემცირდა აქ, სამომავლო ადამიანების რიცხვი... ასეთ ამბებზე გული მიფეთქდება და ცხადად ვხედავ, როგორ  ეცლება სული ამ ქვეყანას, ვდარდობ, იმიტომაც, რომ ვიცი, ის აქ აღარასდროს  დაბრუნდება... ამიტომ მგონია ცარიელი ყველა ლოზუნგი - სიცოცხლით სავსე ქალაქზე, ამიტომ არ ანათებს  ჩემთვის ილუმინაციები, ამიტომ არ მოდის  ჩემთვის სადღესასწაულო განწყობა, რომ ვიცი, პატარა გოგო სადღაც, სხვა ქვეყანაში გაექცა სამშობლოს და ელოდება, როგორ მიიღებს  ის ქვეყანა...  მაპატიეთ ეს არასაახალწლო განწყობა, მაგრამ ეს რეალობაა, რომელსაც სულ თვალს ვარიდებთ, მაგრამ არა და არ მთავრდება...

 

P.S. დიახ, მეც ასე მომექცნენ გადიდკაცებული ბოგანოები, მაგრამ მე უკვე გამოცდილი მქონდა და ვიცოდი, ვერ გავძლებდი უამქვეყნოდ და ვარ აგერ, სადაც ვერავინ ვერასოდეს დამაყვედრებს სამშობლოს. მე ასე მირჩევინია!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner