პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო" 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს.
3 აგვისტოს, 20:00 საათზე, პრემიერ მინისტრი, „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს.
კანდიდატების დასახელება რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართება.
პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა მთიანეთსა და შიდა ქართლში.