logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს
- +

3 აგვისტო. 2016. 10:35


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება­დემოკრატიული საქართველო" 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს. 


3 აგვისტოს, 20:00 საათზე, პრემიერ­ მინისტრი, „ქართული ოცნება­დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. 


კანდიდატების დასახელება რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართება. 


პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში,  გურიაში, მცხეთა ­მთიანეთსა და შიდა ქართლში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner