„ბრიტანელი ქითენ ქეი სიერა ვარდისფერ ფერზე დაქორწინდა, რომელსაც 40 წლის განმავლობაში „ხვდებოდა“- ამის შესახებ Mirror წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიერამ სახელი ჯერ კიდევ 2018 წელს გაითქვა, როცა ცნობილი გახდა, რომ მან ვარდისფერ სახლსა და ტანსაცმელზე მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა. მას „მსოფლიოში ყველაზე ვარდისფერ ქალს“ უწოდებდნენ.
საყვარელ ფერზე დაქორწინება სიერამ ერთ ბავშვთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომელმაც უთხრა, რომ თუ ვარდისფერი ასე ძალიან უყვარს, მასზე უნდა იქორწინოს. ღონისძიებაზე ქალი ვარდისფერი ავტომობილით მივიდა, მას ვარდისფერი კაბა ეცვა. ქორწილის სხვა განუყოფელი ატრიბუტები - ბეჭედი და ტორტი ასევე ვარდისფერი იყო.
„მტრედების სამყაროში მე ფლამინგო ვარ. როცა ქუჩაში გავდივარ, ყველას ნაცრისფერი ან შავი ტანსაცმელი აცვია. არავითარი ექსპრესია, არავითარი ინდივიდუალობა. და ხალხს კიდევ მე ვგონივარ გიჟი“, - ამბობს ბედნიერი პატარძალი.