logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: რთულია, დაინახო რეალური პროგრესი ესკალაციის პირობებში, როცა უკრაინისკენ იარაღია მიმართული, რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს
- +

9 იანვარი. 2022. 23:57

 

„გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთი მეზობლების – საქართველოს, მოლდოვასა და 2014-ში უკრაინის მიმართ აგრესიის აქტებს ახორციელებდა და განახლებული საფრთხეა დღეისთვის უკრაინაში. ჩვენ ვაერთიანებთ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპაში, მის მიღმაც, რათა მკაფიო გახადონ რუსეთისთვის, რომ ამ აგრესიას არ შევეგუებით“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, რთულია რეალური პროგრესის დანახვა ესკალაციის პირობებში, როდესაც უკრაინისკენ იარაღია მიმართული.

 

„აშშ და ევროპა იღებენ ზომებს რუსეთის შეშფოთებებთან მიმართებაში და რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. მეორე, ევროპის გარეშე არაფერი ხდება და მესამე, რთულია, დაინახო რეალური პროგრესი და არა საუბრები ესკალაციის პირობებში, როდესაც უკრაინისკენ იარაღია მიმართული. ამიტომ, თუ ჩვენ რეალური პროგრესის მიღწევა გვსურს, უნდა დავინახოთ დეესკალაცია, რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხით, რომელიც ამჟამად უკრაინას ემუქრება.

 

პირველ რიგში, რატომ ვართ აქ, რადგან გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთი მეზობლების – საქართველოს, მოლდოვასა და 2014-ში უკრაინის მიმართ აგრესიის აქტებს ახორციელებდა და განახლებული საფრთხეა დღეისთვის უკრაინაში. მეორე, საქმე ეხება მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც ფუნდამენტური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებამდე მიდის. პრინციპი, რომლის თანახმადაც, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, შეცვალოს მეორეს საზღვრები ძალისმიერი გზით, პრინციპი, რომლითაც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს მისი საგარეო პოლიტიკა და არჩევანი, ასევე, თუ ვის დაუკავშირდება.

 

ჩვენ ვაერთიანებთ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპაში, მის მიღმაც, რათა მკაფიო გახადონ რუსეთისთვის, რომ ამ აგრესიას არ შევეგუებით, არ მივიღებთ და არ ავიტანთ. რუსეთის არჩევანი იმაში კი არ არის, რომ დათმობებზე წავიდეს, არამედ დაინახოს, რომ დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში, არსებობს საკითხები, სადაც ორივე მხარეს შეუძლია მოქმედება, რათა შევამციროთ დაძაბულობა, ჩვენ ეს წარსულშიც გაგვიკეთებია“, –  აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner