„ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი“, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.
ხანძარი 19-სართულიან კორპუსში გაჩნდა. სახანძრო სამსახურის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, 63 ადამიანი დაშავდა, ხოლო 13 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარია, რომელსაც შევესწარით“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.
ადგილზე ორასამდე მეხანძრე იყო მობილიზებული. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.