logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ მოსკოვს აქვს ალტერნატივა, NATO-სთან თანამშრომლობა
- +

10 იანვარი. 2022. 02:16

 

„მე ვიცი რუსეთის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში მათ ჰქონდათ კონფლიქტი მეზობლებთან, მაგრამ რუსეთს აქვს ალტერნატივა: NATO-სთან თანამშრომლობა“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვითი პაქტი მომზადებულია „ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტისთვის“. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შესაძლებელია პოლიტიკური გზის პოვნა, თუმცა კონფლიქტის რისკი კვლავ რჩება.

 

„NATO-ს შეკავება სანდო და ძლიერია. ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი და ვიმუშაოთ საუკეთესოსთვის, მაგრამ მზად ვიყოთ უარესისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიუღებელია რუსეთის პროტესტი ალიანსის გაფართოების პერსპექტივებზე, რადგან ეს NATO-ს ძირითად პრინციპებს არღვევს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი და NATO მზად არიან, ისაუბრონ რუსეთთან რისკის შემცირების შესაძლო ზომებზე, როგორიცაა „შეიარაღების კონტროლი, სამხედრო აქტივობების, წვრთნების და ასევე, კომუნიკაციების ხაზებზე მეტი გამჭვირვალობის მცდელობა“.

 

„ჩვენ მზად ვართ, ვესწრაფოთ უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ადრეც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია კომპრომისებზე წასვლა და გადაწყვეტილებების პოვნა რუსეთთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner