logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესია მეზობლების, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წინააღმდეგ - რუსეთის აგრესიას არ მოვითმენთ
- +

10 იანვარი. 2022. 02:52

 

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესია მეზობლების, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

 

„უპირველეს ყოვლისა, რატომ ვართ აქ? ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესია მეზობლების, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წინააღმდეგ. მეორე, არსებობს პრინციპები, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს ეხება. პრინციპი, რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები, პრინციპი, რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია მეორე ქვეყანას უკარნახოს საგარეო პოლიტიკის კურსი და არჩევანი, პრინციპი, რომ ერთ ქვეყანას არ შეუძლია გავლენის სფერო შექმნას თავისი მეზობლების დასამორჩილებლად“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის აგრესია არ იქნება მიღებული და დასავლეთი მას არ მოითმენს.

 

8 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს გამოწვევა შეუქმნას საერთაშორისო სისტემას და გაანადგუროს ტრანსატლანტიკური ალიანსი, დაარღვიოს ერთიანობა და ზეწოლა მოახდინოს დემოკრატიებზე.

 

„ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი გააგრძელებს სამხედრო აქტიურობისა და მწვავე რიტორიკის ესკალაციას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner