პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ლიდერი ბარაკ ობამა გააკრიტიკა. ტელეკომპანია ,,Fox News"-ვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ობამას პრეზიდენტობის პერიოდს ,,კატასტროფა" უწოდა, თავად აშშ-ის ლიდერი კი სისუსტეში დაადანაშაულა.
ის უკრაინაში არსებულ სიტუციაზე საუბრობს, ასევე იმაზე, თუ როგორ ხისტად მოქმედებს რუსეთთან მიმართებაში: „შეხედეთ უკრაინას. ამ დროს კი უკრაინას ყირიმი წაართვეს", - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში აშშ-ის პოლიტიკა გააკრიტიკა და ბარაკ ობამას აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" უწოდა.
2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არა აქვს საკმარისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს.