logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ობამა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია
- +

3 აგვისტო. 2016. 10:37


პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ლიდერი ბარაკ ობამა გააკრიტიკა. ტელეკომპანია ,,Fox News"-ვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა ობამას პრეზიდენტობის პერიოდს ,,კატასტროფა" უწოდა, თავად აშშ-ის ლიდერი კი სისუსტეში დაადანაშაულა.

ის უკრაინაში არსებულ სიტუციაზე საუბრობს, ასევე იმაზე, თუ როგორ ხისტად მოქმედებს რუსეთთან მიმართებაში: შეხედეთ უკრაინას.  ამ დროს კი უკრაინას ყირიმი წაართვეს", - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში აშშ-ის პოლიტიკა გააკრიტიკა და ბარაკ ობამას აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" უწოდა.

2 აგვისტოს  აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არა აქვს საკმარისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner